top of page

პროფესიული სწავლების 

და ტრენინგების ცენტრი (VETC)

                ქუთაისი 4600, ნიკეას 11ა;   მობ: 599 53 55 95;   551 20 51 70;   ტელ: (0431) 23 21 19;    silovaninfo@gmail.com

519pP7ZTMxL._AC_.jpg
Georgia-Republic-Flags_234_F.jpg

   ჩვენს შესახებ

     
     სილოვან ჩინჩალაძე

პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრის

დირექტორი

დ.ზოსიასჰვლი (2).jpg
     
       დარეჯან ზოსიაშვილი

პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრის 

ოფისის მენეჯერი

თენგიზ ახობაძე.jpg
     
     თენგიზ ახობაძე

პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრის 

სამტრედიის განყოფილების უფროსი

რევაზი ქუჩულორია.jpg
     
     რევაზი ქუჩულორია

პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრის 

სენაკის განყოფილების უფროსი

     
     რევაზი ქუჩულორია

 მასწავლებლები და ტრენერები

  • ფხაკაძე  თევდორე  –    საშემდუღებლო წარმოების ტექნოლოგიები და  მოწყობილობა/   საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი;

  • ბარდაჩიძე ისმაილი –  საგზაო სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები-ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;

  •  ფურცხვანიძე გიორგი –  შიგა წვის  ძრავების   ინჟინერ მექანიკოსი/დოცენტი;

  • კვანტიძე ვახტანგი – უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები შრომის მეცნიერული ორგანიზაციის სისტემაში / ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

  • ნოსელიძე ჯონდო – ჰიდრავლიკა, საინჟინრო ჰიდროლოგია/ტექნიკისმეცნიერებათადოქტორი, პროფესორი;

  • ალექსანდრე კამლაძე - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი;  აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გარემოს დაცვის ნარჩენების მართვის ტრენერი;

  • დუნდუა ვიტალი -  ტრენერი/ აგროინჟინერიის დოქტორი;

  • გრძელიშვილი ამირანი – ინჟინერ მშენებელი/ ასოცირებული პროფესორი;

  • კუზნეცოვა მაია – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი;

  • სახვაძე ლევანი – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი;

  • კორინთელი თეკლე – ექიმი / შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი;

  • ბერაძე ცირა - კომპიუტერული მეცნიერებები და ინფორმაციული ტექნოლოგიები / ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;

  • ჭარბაძე  ეთერი  –   საზოგადოებრივი კვების ტექნოლოგი;    

  • ნუცუბიძე მზისერი –  პურის ცხობის, მაკარონისა  და  საკონდიტრო ნაწარმთა ინჟინერ–ტექნოლოგი; 

  • კვიცარიძე მერაბი–ექიმი / მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო  ცენტრის დირექტორი; 

  •  კუზნეცოვა   მზია –   აკადემიური დოქტორი   მედიცინაში,  სურსათის უვნებლობის  / აუდიტორი;  

  • კაპანაძე მევლუდ – ვეტერინარი ექიმი, დამოუკიდებელი ექსპერტი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში; 

  • ჭეიშვილი ლალი –ფართო პროფილის ვეტერინარი ექიმი, ბიოუსაფრთხოების  ინსტრუქტორი, ლაბორატორიული  ჯანმრთელობისა და  უსაფრთხოების ტრენერი;

  • გაბრიჭიძე მანანა –ვეტერინარი ექიმი , ხარისხის კონტოლის მენეჯერი, ლაბორატორიული ჯანრთელობის და უსაფრთხოების ტრენერი;

  • ადეიშვილი ლელა – ფართო პროფილის ვეტერინარი ექიმი;

  • სილაგაძე შუქრი  – ვეტერინარი ექიმი;

  •  ზოსიაშვილი დარეჯანი   –   ეკონომისტი/ტრენერი  - „ოფისის მართვა ადმინისტრირება“;                               

  • გოგიშვილი ნანა – ინჟინერ–ტექნოლოგი, ტექნოლოგიების დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრალური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

  • ლეკვეიშვილი ზაზა – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

  • ახობაძე თენგიზი  –   ეკონომისტი –  ტრენერი;  

  • ქათიბაშვილი ციალა  –    სტილისტი;

  • იოსელიანი  მიმოზა    –     მასაჟისტი ; 

  • გორგოძე ელენა – მანიკურ / პედიკური;

ა(ა)იპ  პროფესიული სწავლების და ტრენინგების  ცენტრი

ისტორია – ა(ა)იპ „პროფესიული სწავლებისა და ტრენინგების ცენტრი“ 2001 წლიდან წარმოადგენდა საქართველოს „იმერეთის დამსაქმებელთა ასოციაცია“–ს, 2011 წლიდან როგორც „იმერეთის  მშენებელთა ბიზნეს ასოციაცია“, ხოლო 2017 წლიდან ორგანიზაციამ შეიცვალა საფირმო სახელი - ა(ა)იპ „პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრი“ (შემდგომში - ორგანიზაცია),  არის არასამთავრობო,    არაფორმალური, პროფესიული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საკუთარი ანგარიში ბანკში,  ბეჭედი და სიმბოლიკა. ორგანიზაციას აქვს სამსახურები – ქ. სამტრედიაში და ქ. სენაკში.   

  ორგანიზაციაში  ფუნქციონირებს: ქალ მეწარმეთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა(იგპ), ფერმერთა  და ა.შ. საკონსულტაციო და სატრენინგო მომსახურების სამსახური.

 

  პრიორიტეტები:

  • პროფესიული განათლება;

  • ბიზნესის განვითარებზე ხელის შეწყობა;

  • აგრობიზნესის განვითარებაზე ხელის შეწყობა;

  • იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სოციალურ /ეკონომიკურ განვითარებაზე ხელის შეწყობა;

  • სამუშაო ადგილების შექმნაში მონაწილეობის მიღება;

  • შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს შექმნაში მონაწილეობის მიღება;​

 

    მსმენელებს ვთავაზობთ: პროფესიულ სასაწავლო კურსებს - პრაქტიკული სწავლებით, ბიზნეს საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურებას,  ტრენინგებს, სემინარებს და ა.შ.

 

   გვყავს პარტნიორი ორგანიზაციები – სადაც მონაწილეობა გვაქვს მიღებულისხვადასხვა პროექტებში:

  • აშშ კოლუმბუსი  (Ohio-ს შტატი) - USAID-ის მსოფლიო სწავლება– “პროფესიული განათლებისა და თანამშრომელთა განვითარების პროგრამა”  („განათლება და ბიზნეს ალიანსი“);

  • ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსში  „ბიზნესი გენდერული თანასწორობისათვის“ 

  • იტალია/ტურინში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ეგიდით  „ქალთა გენდერული პროგრამა“;  "დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი (SIYB)" 

  • გერმანია – „მეკლენბურგ-ვორპრომერნის ეკონომიკური საგანმანათლებლო სატრეინინგო დაწესებულება“;

  •  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) პროგრამა „შრომის ბაზრის პოლიტიკა და  პროგრამები“, „სოციალური  დიალოგი“

  • აზერბაიჯანი/ბაქო ტრენინგი ტრენერებისათვის და ა.შ.

 

მონაწილეობა გვაქვს მიღებული პროექტებში:

  • ევროკავშირი საქართველოსთვის (ENPARD – Georgia) –პროექტი „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივა“.

  • ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს აგრობიზნესის ფორმალური, არაფორმალური და ინფორმალური პროფესიული განათლების განვითარება“

  • PIN-ის პროექტი: ადგილობრივი რესურსებით ბიოჰუმუსის წარმოება და მისი გამოყებით მიღებული მოსალოდნელი შედეგები“

  • ევროკავშირი საქართველოსთვის –პროექტი „ადვოკატირებისა და კომუნიკაციის ფარგლებში“ – ტრენინგ/სემინარები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) და მის მიერ გათვალისწინებული რეგულაციების შესახებ.

  • აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის(USDA) ინვესტირებით  და საქართველოში ამერიკული ორგანიზაცია Land O lakes Venture 37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად   „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)“ – ტრენინგ/ სემინარები – კარგი ჰიგიენისა და უსაფრთხოების პრაქტიკები მესაქონლეობის ფერმის მუშაკებისათვის.

  • პროექტი შენ შეძლებ! და უკრაინიდან საქართველოში: ქალები ქალებისათვის(იძულებით გადაადგილებული პირებისათვის). პროექტის განმახორციელებლები „ELEOS-UKRAINA“, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA) და ქ.ჰამბურგის კვალიფიკაციისა და დასაქმების დონის ამაღლების საკოორდინაციო ცენტრი (КWB)– გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

 ასევე პარტნიორები არიან და ვთანამშრომლობთ: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; სსიპ "საზოგადოებრივი კოლეჯი იბერია"–სთან; საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტითან; ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბილიოთეკის ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან; სურსათის ეროვნული სააგენტოს(სეს)  იმერეთის რეგიონული სამმართველოსთან; იმერეთის ვეტერინართა ასოციაციასთან; იმერეთის რეგიონული სავაჭრო – სამრეწველო პალატასთან; სოციალურად დაუცველებზე მზრუნველთა კავშირი „მერმისი“; პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“; ევროპის რეკონსტრუქციის და  განვითარების ბანკთან (EBRD) არსებულ „მცირე და საშუალო ბიზნესის,  დაფინანსებისა და განვითარების  გუნდი“ (SBS), გერმანიის ეკონომიკის განვითარების (DWV) თბილისის ოფისთან, (TUYP) საერთაშორის საგამოფენო და კონგრეს ცენტრთან(ვართ წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში) და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ორგანიზაცია  როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და  კოლეჯებისათვის წარმოადგენს „პროვაიდერ“ პროფესიულ სასწავლებელს.

ორგანიზაციაში, სასწავლო პროგრამებს ხელმძღვანელობენ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)  მიერ  და  კვების პროდუქტების უსაფრთხოებაზე (HACCP) და შრომის უსაფრთხოებაზე სერტიფიცირებული  ტრენერები,  პროფესორ მასწავლებლები და მაღალკვალიფიციური პერსონალი.

ორგანიზაციას  ჩვენი ავტორობით გამოცემული(ორი გამოცემა) აქვს სასწავლო კურსის სახელმძღვანელო „როგორ გავხდეთ ოფისის მენეჯერი“.

წარჩინებულ  კურსდამთავრებულებზე,  რეკომენდაციას ვაძლევთ კომპანიას დასაქმებისათვის.

ორგონიზაციას საკუთრებაში აქვს ოფისი –  საკონფერენციო დარბაზი, სასწავლო ოთახები, ლანჩის ოთახი, ორგ.ტექნიკა, ავეჯი, ასევე „ჰოსტელი“ –ს ტიპის სასტუმრო სტუდენტებისათვის, დამოუკიდებელი მანქანის სადგომი და ა.შ.

   

„პროფესიული სწავლებისა და ტრენინგების ცენტრი“(VETC) განთავსებულია/სათაო ოფისი ქუთაისში:

 

ქ.ქუთაისი 

ნიკეას ქ. N11ა 

ტელ:  (0431) 23 21 19;

მობ:  599 53 55 95;

silovaninfo@gmail.com

 www.vetc.info

 

ქ. სამტრედია                                                                                                 ქ.სენაკი                                                                                             

რესპუბლიკის ქ. N6 (გამგეობის შენობა)                                                   რუსთაველის ქ.N185                                                                                                                

მობ: 599 56 78 24;                                                                                        მობ: 551 72 88 99;                                                                                

akhobadze195555@gmail.com                                                                  revaz.kuchuloria@gmail.com                                                                                                              

                                                                                                             

                                                                                                                                                                                                                 

                   

                  ორგანიზაცია  არის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსში  „ბიზნესი გენდერული თანასწორობისათვის“  2018 წლის   გამარჯვებული და დაჯილდოებული. (იხ. http://www.mcageorgia.ge/);

  • ორგანიზაცია 2018 წელს  შეყვანილია, სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“–ს მიერ იმ კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეების ჩამონათვალში, რომელთაც აქვთ ს ანდარტი: HACCP-ის (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა) საკონსულტაციო სერვისი;

bottom of page